2020-05-22 17:41:35
პანდემიის დროს მილიარდერების ქონება 15%-ით გაიზარდა

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აშშ-ში მილიარდერების ქონება 15 პროცენტით გაიზარდა, მილიარდერების კლუბს კი 16 ადამიანი დაემატა – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ანალიტიკური ჯგუფის – Americans for Tax Fairness და Institute for Policy Studies-ის კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა.

ამერიკელმა მილიარდერებმა კორონავირუსის პანდემიის დროს საკუთარი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდეს. 18 მარტიდან 19 მაისის პერიოდში „600-ს პლიუს უმდიდრესი ადამიანების“ სიაში მყოფმა ბიზნესმენებმა, მთლიანობაში, 434 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. მარტში მსოფლიოში 614 მილიარდერი იყო. მაისში მათმა რიცხვმა 630-ს მიაღწია.

პანდემიის დროს ყველაზე დიდი მოგება Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ნახა. მისი ქონება 34, 6 მილიარდით გაიზარდა და ვარაუდობენ, რომ იგი პირველი ტრილიონერი გახდება. მეორე ადგილზე 25, 3 მილიარდის მოგებით Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია. Microsoft-ის შემქმნელმა ბილ გეითსმა 8 მილიარდის მოგება ნახა. Oracle-ს თანადამფუძნებლის ლარი ელისონის ქონება 7 მილიარდით, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელის ქონება კი 564 მილიონით გაიზარდა.

მთლიანობაში, განსაკუთრებით დიდი წარმატებებს ახალი ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლებმა მიაღწიეს, რადგან საყოველთაო კარანტინის პირობებში პროცესების უმეტესობა სწორედ ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

ამავე თემაზე