2020-05-22 17:36:20
საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა, 23.9 მილიონს გადააჭარბა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. აქედან დღემდე, ანუ 22 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 985 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 23 მილიონ 955 ათას ლარს გადააჭარბა.

ბოლო 5 დღე-ღამის  განმავლობაში, ანუ 17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 415 პირი დააჯარიმა. აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 382 პირი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 27, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 6 პირი.

ამავე თემაზე