2020-05-22 17:35:48
ტყის მცველები გამოვდივართ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან “ტყის კოდექსში” შეტანილი ცვლილებით, ეკლესია ფაქტობრივად, ტყის მცველი ხდება, რომელსაც ტყეზე ზრუნვა ევალება. მიტროპოლიტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 95% საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და უმცირესობა უმრავლესობის ქონებას ვერ დაიცავს: 

“ტყის გადმოცემა ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, არც სასულიერო პირი, არავინ მეგულება მე ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს მერე ტყე. საქართველოში 95% მოსახლეობის თავის თავს თვლის მართმადიდებელ ქრისტიანად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ეს არის სახელმწიფო ქონება, ეროვნული ქონება”, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

ამავე თემაზე