2020-05-22 17:00:18
როგორ შეიძლებოდა დახვეწილიყო ნორმა, ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ - ოხანაშვილი ოპოზიციაზე

როგორ შეიძლებოდა დახვეწილიყო ნორმა, ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ - ამის შესახებ განცხადება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროეტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ უმრავლესობას უკეთესი ფორმულირება ვერ შესთავაზა.

"ვერცერთი ფორმულირება ვერ შემოგვთავაზეს, თუ როგორ შეიძლებოდა დახვეწილიყო ნორმა, ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციით დეტალურად მივუთითეთ, რომ ეს უნდა იყოს ნაკლებშემზღუდავი ღონისძიება და მთავარია ის, რომ რის გამოც მოხდება უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ, მაგალითად, საჭირო იყოს მიმოსვლის შეზღუდვა, იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე, ან, შეიძლება შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა", - განაცხადა 

ამავე თემაზე