2020-05-22 15:47:06
როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც, რომ არ გაჰკრათ ასანთს - გოცირიძე

როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც, რომ არ გაჰკრათ ასანთს და არ შემოაბრუნოთ კანონპროექტი იმ ფორმით, როგორც გუშინ იყო - განცხადა, "ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, პარლამენტში სადაც დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. 

„ჩვენ არ გენდობით თქვენ და გუშინდელი ჩვენი წარმატება - ოპოზიციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების არ გვინდა, რომ არ იყოს ბოლომდე მიყვანილი. როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც, რომ არ გაჰკრათ ასანთს და არ შემოაბრუნოთ კანონპროექტი იმ ფორმით, როგორც გუშინ იყო. როდესაც საჭიროა მოვდივართ, მაგრამ შეკითხვაა მაინც ის, რაც ისმოდა გუშინ, არაკონსტიტუციურობის მომენტს, როგორ უვლით გვერდს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე