2020-05-22 15:43:30
მიკვირს შეურაცხყოფად არ მიიღებთ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი პრემიერი პარლამენტს პოლიტიკურ მასკარადს რომ ეძახის? მე მივიღებდი - სამდაშვილი

მიკვირს შეურაცხყოფად არ მიიღებთ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი პრემიერი პარლამენტს პოლიტიკურ მასკარადს რომ ეძახის? მე მივიღებდი - „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და ჰკითხა შერცხვა თუ არა, როდესაც გახარიამ პარლამენტში გამართულ დებატებს მასკარადი უწოდა.

მადლობთ ბატონო არჩილ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა გავაგრძელოთ პოლიტიკური მასკარადი, როგორც თქვენმა პრემიერმა უწოდა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური მასკარადი სასარგებლოა, რადგან დღეს კანონპროექტის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია წარმოადგინეს და მე უბრალოდ, მიკვირს და შეურაცხყოფად არ მიიღებთ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი პრემიერი პარლამენტს პოლიტიკურ მასკარადს რომ ეძახის? მე მივიღებდი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

ამავე თემაზე