2020-05-22 15:33:12
ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს - ბესელია

ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს - ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. 

„ყველაფერი გადაიხაზა და ახალი ფორმულირება ჩამოყალიბდა. რადგან პუნქტები ახლავს, მე გთხოვთ პუნქტობრივად გავყვეთ ამ ერთ მუხლს. ეს პირველი წინადადება მოქმედში წერია. რაც წერია გაუგებარი ქართულიცაა, მომიტევეთ და იურიდიულადაც გაუგებარია. რას ნიშნავს განსხვავებულად განისაზღვროს თანამდებობის პირები. რა, მინისტრი სხვაგვარად უნდა განისაზღვროს, პრემიერი სხვაგვარაად, რას ნიშნავს ეს? ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

ამავე თემაზე