2020-05-22 15:23:12
არის სამი ვარიანტი, აირჩიონ ერთ-ერთი, არადა მასკარადი ზუსტი შეფასებაა - კობახიძე

არის სამი ვარიანტი, აირჩიონ ერთ-ერთი, არადა მასკარადი ზუსტი შეფასებაა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არსებობს სამი გზა კანონპროექტთან მიმართებაში და თუ ოპოზიცია არც ერთს აირჩევს, მაშინ პოლიტიკური მასკარადი პროცესის ზუსტი შეფასებაა. 

„არის სამი ვარიანტი. პირველი, ეს არის, გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. მეორე, მივუშვათ ვირუსი თავის ნებაზე და მივიღოთ ის შედეგი, რაც დღეს სომხეთს აქვს, ან სხვა მეზობელ ქვეყნებს და მესამე არის ამ კანონის მიღება. მეოთხე ალტერნატივა არ არის. ვკითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, აირჩიონ აქედან ერთ-ერთი. თუ არადა, გამოდის, რომ მასკარადი, სპეკულაციები არის აბსოლუტურად ზუსტი შეფასება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე