2020-05-22 14:50:52
კიშინიოვმა დევნილ ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დაპატიმრების ორდერი გამოსცა

კიშინიოვის სასამართლომ 22 მაისს ორდერი გამოსცა დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქის დასაპატიმრებლად. 

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ქვეყნის გავლენიან ოლიგარქს და პოლიტიკურ ლიდერს, ქვეყნის ბანკებიდან დიდი ოდენობის საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვის საქმეში მისი როლის გამო. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ 18 მაისს განაცხადა, რომ პლახოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თაღლითობასა და გამოძალვაში.

როგორც კი საბრალდებო დასკვნა მომზადდება და განაჩენი ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა შეეცდება მიაღწიოს ვლად პლახოტნიუკის ექსტრადირებას აშშ-იდან, - განაცხადა სტოიანოგლომ.

 

წყარო: ,,რადიო თავისუფლება" 

ამავე თემაზე