2020-05-22 14:45:02
კიდევ ერთხელ გვიპასუხეთ – ეს კანონპროექტი არის თუ არა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან? - სამადაშვილი ხუნდაძის კანონპროექტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძისა და „ოცნების“ სხვა წევრების დეპუტატების კანონპროექტი, მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, მაინც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუცია. 

„კანონპროექტი გუშინდელის შემდეგ ნამდვილად გაუმჯობესდა. გუშინ თუ წარმოგვიდგინეთ რაღაც ტექსტი, რომელიც ორუელის მოგონილ ენაზე იყო დაწერილი, დღეს გადმოგითარგმნიათ ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით მეტ-ნაკლებად და ეს კარგია. კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედვლობის როლი და ის, რომ პარლამენტში განვიხილოთ მთავრობის ინიციატივები.

თუმცა, მაინც გაუგებარია, როგორ მოიხსნა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ამ კანონპროექტის არსის მთავარ საკითხს - ეს არის მისი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასთან.

ჩვენ დროებით გავალთ კონსტიტუციური მართვის ჩარჩოდან თუ შეუზღუდავი დროით – პრობლემა ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით რჩება ძალაში. კიდევ ერთხელ – დღეს ეს არის უკეთესად შეფუთული, უფრო ცივილურ ენაზე დაწერილი ტექსტი, მაგრამ არ მოხსნილა მთავარი პრობლმეა – მე მაინცტერესებს და კიდევ ერთხელ გვიპასუხეთ - ეს კანონპროექტი არის თუ არა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან?,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე