2020-05-22 13:47:38
უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიურო პეტრო პოროშენკოს დაკითხვაზე იბარებს

უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიურო ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს 26 მაისს გამოძიებაზე მოწმის სახით იბარებს.

ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებათა სახელმწიფო ბიურო დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით მოქალაქეს, პეტრო პოროშენკოს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იბარებს.

გამოძიება უკრაინის საზღვრებს გარეთ მსოფლიოს ცნობილი მხატვრების 43 სურათისგან შემდარი კოლექციის ფარულად გატანას ეხება.

ამავე თემაზე