2020-05-22 13:08:06
ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ დღემდე არ იცით... - ზურაბიშვილი პირბადით

"ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ დღემდე არ იცით... კიდევ რა გაქვთ კითხვები, საინტერესოა. გამიშვით, პირბადეები სადა გაქვთ, პირბადეები სადა გაქვთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.  

პრეზიდენტი დილიდან სიონის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლოზობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელსიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა აღავლინა.  

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი არც პოლიტპატიმრების შეწყალების თემაზე გააკეთა და არც დასავლეთის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.   

 

 

ამავე თემაზე