2020-05-22 12:26:30
მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი - გახარია გამყრელიძესა და ტიკარაძეს

ბატონო ამირან, ასევე ქალბატონო ეკა, მინდა გთხოვოთ, რომ დღეს მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი. პირველი, უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში. მეორე, უნდა ავუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე, უნდა ავუხსნათ, რომ თუ ეს ინსტრუმენტები ხელში არ დაგვრჩა, რთული იქნება და მეოთხე, გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. რაც გუშინ ხდებოდა, ჩვეულებრივი ცირკი იყო, - ასე მიმართა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსა და ჯანდაცვის მინისტრს.

„ჩვენ დღეს ფაქტობრივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ უქმდება. გარდა ამისა, სამი მანქანაში სამ პირზე შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებში რჩება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ და მხოლოდ ორ სოფელში დარჩება - მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. ადგილზე მომსახურებით რესტორნები ვერ იმუშავებს. სავაჭრო ცენტრები, „მოლებს“ ვგულისხმობ, დახურული რჩება“, - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე