2020-05-21 20:03:25
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას 1-ელი ივლისიდან ვგეგმავთ - უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართული ონლაინშეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

„პირველი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, – წერს ვლადისლავ კრიკლი.

ამავე თემაზე