2020-05-21 12:46:36
მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 000 038 შეადგინა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.

328 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი პაციენტი. ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილს კვლავ შეერთებული შტატები იკავებს, მეორე პოზიციაზე რუსეთი, მესამეზე კი ბრაზილიაა, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ის 20 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 888 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში შეზღუდვების შერბილება გრძელდება, ხოლო ბრაზილიაში ერთ დღეში 20 ათასი ახალი შემთხვევა აღინუსხა.

ჩინეთი ამის ფონზე ემზადება წლის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობისთვის.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში გაიხსნა რესტორნები, მაგრამ შეზღუდვით: სტუმრებს შეუძლიათ მიუსხდნენ მხოლოდ გარეთ არსებულ მაგიდებს, რომელთა შორის დაშორება ორი მეტრია.

ნიუ-იორკში რელიგიურ ჯგუფებს ნება დართეს გამართონ შეხვედრები, ქორწილების ჩათვლით, მაგრამ მხოლოდ ათამდე კაცის ოდენობით, თუცა დამსწრეთ უნდა ეკეთოთ პირბადეები და უნდა დაიცვან "სოციალური დისტანცირება".

ამავე თემაზე