2020-05-21 12:21:05
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საავადმყოფოებიდან გაწერეს 272 პაციენტი. როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებში გადაიყვანეს 115 ინფიცირებული.

საერთო ჯამში ეპიდემიის დროს ვირუსი გამოუვლინდა 19 706 ადამინს, მათგან 3833 სამედიცინო დაწესებულების მუშაკია.

სულ უკრაინაში ვირუსი ვერ დაძლია 579-მა მოქალაქემ. გამოჯანმრთელდა 6277-ი პაციენტი.

ამავე თემაზე