2020-05-20 18:09:43
ეს იყო აუცილებელი საფასური იმ შეცდომებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა - ჩუგოშვილი შეწყალებაზე

პრეზიდენტს მოუწია, საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო სწორი გზა. ეს იყო აუცილებელი საფასური იმ შეცდომებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიმართ რეაქციები უსამართლო იყო. მისი თქმით, პრეზიდენტს მოუწია თავი დაეცვა და სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე ივანიშვილი, თალაკვაძე და გახარია წინასწარ გააფრთხილა.

"პრეზიდენტს მოუწია, საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო სწორი გზა. ეს იყო აუცილებელი საფასური იმ შეცდომებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. მე მეგონა, რომ მმართველი გუნდის რეაქცია იქნებოდა ის, რომ - ეს მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენ პატივს ვცემთ, რომ მან რაღაც ნაბიჯი გადადგა დაძაბული სიტუაციის განსამუხტად. ამას უფრო ველოდებოდი, ვიდრე იმას, რომ - ეს რა ქნა, ბრიფინგიდან გავიგეთ, კრიმინალები გამოუშვა. სწორედ ამიტომ თქვა, რომ მე შეგატყობინეთ ყველას და ბრიფინგიდან არ გაგიგიათო", - ამბობს ჩუგოშვილი. 

ამავე თემაზე