2020-05-20 17:10:20
უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, როგორც პოლიტიკოსს, მისი მესმის, თუმცა როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯი იყო - კალაძე

როგორც პოლიტიკოსს, მე მესმის მისი, თუმცა როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მე ახლაც მგონია, რომ ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი - ამის შესახებ განცხადება, თბილისი მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ იყო.

„მაგას მიიჩნევს ოპოზიცია, 8 მარტის შეთანხმებას რაც შეეხება, იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ იყო“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას, კალაძე ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც მისი მხრიდან იქნა მიღებული და განმარტება გუშინ გააკეთა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც პოლიტიკოსს, მე მესმის მისი, თუმცა როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მე ახლაც მგონია, რომ ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი. დანარჩენი სხვა, შეთანხმებას რაც შეეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ამავე თემაზე