2020-05-19 12:17:34
მანამ, სანამ რაიმე სკანდალური ამოვარდება, მანამდე უთხრეს ამ ადამიანს რომ წასულიყო - ნადირაძე ხუნწარიაზე 

მანამ, სანამ რაიმე სკანდალური ამოვარდება, მანამდე უთხრეს ამ ადამიანს რომ წასულიყო- ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას თანამდებობიდან წასვლას. მისი თქმით, ხუნწარია კავშირშია ტენდერის გარეშე გაფორმებულ მრავალმილიონიან კონტრაქტებთან და თანამდებობიდანაც ამიტომ წავიდა.

მისივე მტკიცებით,  ხუნწარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ არის.

„კახი კალაძის მერობის პერიოდში, სოფიო ხუნწარია გახლდათ კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, შემდეგ მერიის მოადგილე კულტურის მიმართულებით. მის პერიოდში დაიდო რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე, ისეთი როგორიც იყო ახალი წლის ღონისძიებები, 16 მაისი ღონისძიებები, თბილისობის ღონისძიებები და არ არის გამორიცხული რომ დაიწყო ამ კონტრაქტების შესწავლა და მანამ, სანამ რაიმე სკანდალური ამოვარდება, მანამდე უთხრეს ამ ადამიანს რომ წასულიყო“,-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამავე თემაზე