2020-05-18 09:59:55
„ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდ და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს - ჭიჭინაძე

„ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდ და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იქვე განმარტავს, რომ ის ამ ინფორმაციას აბსოლუტური სიზუსტით ფლობს,  რადგან ივანიშვილის მეორედ მობრუნებამმდე საკმაოდ დაახლოებული პიროვნება იყო „ოცნების“ მთავრობის პირველ პირებთან.

“ სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი... ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული? ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში? ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო! ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე, ამ შემთხვევაში კი ძირითადაევროპილი საქართველოს“ ფრთა და ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით. მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა.“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

ამავე თემაზე