2020-05-16 15:24:28
"ქართული ოცნება" არის სიტყვით დასავლეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმით ჩრდილოეთი - კოჟორიძე

"ქართული ოცნება" არის სიტყვით დასავლეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმით ჩრდილოეთი - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით გამართულ, საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრისას გააკეთა.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ საგანგებო პრესკონფერენციას გამართეს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.

"დასავლეთი არის ქართველი ხალხის როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვეობის არჩევანი, მაგრამ "ქართული ოცნება" არის სიტყვით დასავლეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმით ჩრდილოეთი. ერთი მხრივ, მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აუცილებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ყველაფერს აკეთებენ საქმით იმისთვის, რომ ამ ინტეგრაციას შეუშალონ ხელი და ქვეყანა წავიდეს ჩრდილოეთისკენ.

მინდა სამართლებრივ ასპექტებზე გავამახვილო ყურადღება. საზოგადოების ყურადღებას მივაქცევ ამ დოკუმენტში მითითებულ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე. დოკუმენტში საუბარია ერთი მხრივ იმაზე, რომ ოცნების ხელისუფლება ებრძვის დასავლურ ლეგიტიმურ ბიზნესს საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ მხრივ იმაზე, რომ თავისი ბიზნეს საქმიანობა არის დაკავშირებული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ საქმიანობასთან. მინდა გითხრათ, რომ ეს ორივე მიმართულება - როგორც ლეგიტიმური ბიზნესის წინაღმდეგ ბრძოლა, ასევე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობა არის დანაშაული და ამ სიტყვის არა პოლიტიკური, არამედ პირდაპირ სამართლებრივი გაგებით, მე მაქვს აქ სისხლის სამართლის კოდექსის ამონაწერი, ეს არის 190-ე და 192-ე მუხლი, რომლებიც ასე სათაურდებიან: კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ის საქმიანობა, რის შესახებაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კონკრეტული ფაქტები არის ამ წერილში, წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, "ლელო" მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი კი არა, ვალდებულია, რომ ასეთი გამოძიება დაიწყოს, ეს არის პირდაპირ კანონით გაწერილი ვალდებულება.

კოჟორიძის თქმით, "ლელო" მუდმივად შეახსენებს კონსტიტუციურ ორგანოებს ერთი მხრივ მათ კონსტიტუციურ ვალდებულებას და მეორე მხრივ, ანგარიშვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

"ლელო" მუდმივად შეახსენებს კონსტიტუციურ ორგანოებს ერთი მხრივ მათ კონსტიტუციურ ვალდებულებას და მეორე მხრივ, ანგარიშვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ისტორიულ არჩევანს და "ლელო" მოუწოდებს ოცნებას, ნუ ეთამაშებიან საქართველოს ისტორიას’’ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

 

ამავე თემაზე