2020-05-16 14:22:21
სენატორების და კონგრესმენების წერილი წარმოადგენს მკაფიო ვერდიქტს, რომელიც ფარდას ხდის "ქართული ოცნების" მმართველობის ანტი-სახელმწიფოებრივ წლებს - გეგელია 

სენატორთა წერილი ცხადყოფს, რომ ნაცვლად პრო-ქართული და პროდასავლური ინტერესების გაღრმავებისა, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, ნოყიერი ნიადაგი რუსეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით გამართულ, საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრისას გააკეთა.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ საგანგებო პრესკონფერენციას გამართეს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სენატორთა წერილი ცხადყოფს, რომ ნაცვლად პრო-ქართული და პროდასავლური ინტერესების გაღრმავებისა, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ნოყიერი ნიადაგი რუსეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

"აშშ სენატორების და კონგრესმენების წერილი წარმოადგენს მკაფიო ვერდიქტს, რომელიც ფარდას ხდის “ქართული ოცნების” მმართველობის ანტი-სახელმწიფოებრივ წლებს. სენატორთა წერილი ცხადყოფს, რომ ნაცვლად პრო-ქართული და პროდასავლური ინტერესების გაღრმავებისა, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ნოყიერი ნიადაგი რუსეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

“ქართული ოცნების” მიერ წარმოებულმა უგუნურმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ამ სამარცხვინო მომენტის დადგომა, როდესაც ხელისუფლება ღიად არის ეჭვმიტანილი ჩვენივე ქვეყნის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესების მტრობასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში. სენატორთა წერილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას და ღიად მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მავნებლური და უგუნური გეოპოლიტიკური სვლები, პირველ რიგში კი ანაკლიის პორტის ისტორიული პროექტის ხელის შეშლა, პირდაპირ არის განპირობებული ივანიშვილის კავშირებით რუსეთის ფედერაციასთან. ანაკლიასთან დაკავშირებით, სენატორები და კონგრესმენები მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელი შეუწყო "ამერიკული კომპანიების მიზანმიმართულ გარიყვას იმ პორტის მშენებლობიდან, რომელიც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან დაიცავდა". შედეგად დაზარალდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები და ანაკლიის გრანდიოზული პროექტი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი კარიბჭე, რომელიც საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მოთამაშედ აქცევდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობას გაათმაგებდა.

გრიგოლ გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არნახულად აზარალა ქვეყნის იმიჯი და მიზანმიმართულად წაიყვანა საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც გამოიწვევს როგორც ინვესტიციების შემდგომ კლებას, ასევე ქართული საკითხის საბოლოო გაქრობას საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

სენატორები აგრეთვე ცალსახად აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაუარესდა მმართველობის სტანდარტები, რადიკალურად შემცირდა პირდაპირი უცხო ინვესტიცია და გართულდა პირობები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინვესტორთათვის. სამაგიეროდ, იმავე წლებში გზა გაეხსნა კანონსაწინააღმდეგო ვაჭრობას, ქართული ფინანსური სისტემა კი თავისუფლად გამოიყენებოდა საერთაშორისო სანქციათა გვერდის ასავლელად. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არნახულად აზარალა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და იგი მიზანმიმართულად წაიყვანა საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც გამოიწვევს როგორც ინვესტიციების შემდგომ კლებას, აგრეთვე ქართული საკითხის საბოლოო გაქრობას საერთაშორისო დღის წესრიგიდან" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამავე თემაზე