2020-04-15 10:25:16
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 4 990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.

306 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, 3კი გარდაიცვალა.  

ამავე თემაზე