2020-04-09 10:18:39
ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილის წინააღმდეგ გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩვენება მისცეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენება მსჯავრდებულებმა - შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულებმა აღნიშნული ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს.

"ეს მოწმეები რამდენჯერმე არიან დაკითხული 2012 წლიდან და აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენებებს იძლევიან. კანონი გვეუბნება, რომ ასეთი მოწმეების ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. ის, რაც გვაქვს საქმეში, სასამართლოს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს," - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ამავე თემაზე