2020-04-01 19:51:51
ბოლომდე კარგად გააზრებული არაა შეღავათის მექანიზმი - ბურჯანაძე კომუნალურების სუბსიდირებაზე
“ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მექანიზმი ბუნდოვანია - მისი განმარტებით, მაღალი შემოსავლის მქონე ორსულიანი ოჯახი შესაძლოა სარგებლობდეს ამ შეღავათით მაშინ, როცა გაჭირვებულმა მრავალსულიანმა ოჯახებმა ვერ გადაიხადონ კომუნალურები.
„მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს ბიუჯეტში ცვლილებები. ეს არაა ბოლომდე კარგად გააზრებული ამ შეღავათის მექანიზმი. ასე შეიძლება მოხდეს ისე, რომ ოჯახი, რომელსაც შემოსავალი აქვს და მისი გადახდა არ უჭირს, ამ შეღავათში მოხვდეს - ხოლო გაჭირვებული ხუთსულიანი ოჯახმა ვერ ისარგებლოს შეღავათით", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები