2020-03-31 18:02:31
მარნეულში კორონავირუსი 70 წელს გადაცილებულ ორ ქალს დაუდასტურდა

მარნეულში კორონავირუსი 70 წელს გადაცილებულ ორ ქალს დაუდასტურდა. ორივე მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს.

"უკვე დაწყებული გვქონდა მკურნალობა სრული კომპლექტით, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა კლინიკურად. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის გადმოიყვანეს ბოლნისიდან. კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა 38.5 სიცხე, სუნთქვის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია" - ამბობს ექიმი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.  კარანტინის რეჟიმში  4995 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –  278.

ამავე თემაზე