2020-03-26 15:59:29
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია. გამოვლენილ შემთხვევათაგან 13 ლეტალურად დასრულდა.

ინფიცირებულთაგან 602 ინდოეთის მოქალაქე, 47 კი უცხოელია. ვირუსი ყველაზე მეტად მაჰარაშტრასა და ქერალას შტატებშია გავრცელებული, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა ნახევარი ცხოვრობს.

პანდემიის პრევენციის მიზნით, ინდოეთში 25 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე შინიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

ამავე თემაზე