2020-03-26 15:59:29
ესპანეთში კორონავირუსით 4000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით 4 089 ადამიანი გარდაიცვალა და 56 188 დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთი დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

 

ამავე თემაზე