2020-03-26 15:32:00
ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საკარანტინო ზონიდან, ფეხმძიმე ქალი  ბოლნისიდან თბილისში გადმოჰყავთ. პაციენტის დაინფიცირების ისტორია ჯერჯერობით უცნობია. ქალს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში მოათავსებენ.

"ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დაგვირეკა და შემატყობინეს, რომ მოჰყავთ ორსული. მითხრეს, რომ დადებითია კორონავირუსზე, აქვს ცხელება. ველოდებით შემოსვლას, რომ გავიგოთ, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

ამავე თემაზე