2020-03-26 15:15:23
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დალოცა

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დალოცა-აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.
ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე,"-ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე