2020-03-26 15:00:26
მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება - ვაშაძე

მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება - ამის შესახებ ,,ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს. ვაშაძის განცხადებით, 1000 ტესტი ზღვაში წვეთია და საკმარისი არ არის. 

“კარგია, რომ ჩამოვიდა 1000 ტესტი მაინც მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის ლაბორატორიული ტესტი, რაც ძალიან კარგია რომ ქვეყანაში იყოს და არ არის სწრაფი ტესტი, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. კონკრეტულად უნდა იყოს გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებები. ვიცოდეთ ვის უნდა მივმართოთ. 112-ში რომ რეკავ და სხვაგან გამისამართებენ, ცხელ ხაზზე რეკავ და გეუბნებიან, არ ვიცი სასწრაფოში დარეკეთო. მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.   

 

 

ამავე თემაზე