2020-03-26 14:52:57
მოსკოვი ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტებს ზღუდავს

მოსკოვში გამოცხადებული არასამუშაო კვირის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტები შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "დოჟდი"-ი ავრცელებს. 

რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მან 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა, “მოსკოვის მერმა დააანონსა მოსკოვში ყველა გასართობი დაწესებულების, მათ შორის რესტორნების, კაფეებისა და პარკების დახურვა. ქალაქში უკვე დაიხურა კინოთეატრები, ღამის კლუბები, გასართობი ცენტრები და სპორტული დარბაზები.

ამავე თემაზე