2020-03-26 14:39:32
კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა მძიმედ რჩება - ტურძელაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, 62 წლის მარნეულელი ქალი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. მისივე თქმით, მისი მდგომარეობა მცირედაა გაუმჯობესებული.

„მისი ოჯახის 4 წევრიდან, 3 ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, დედისა და მისი ორი შვილი თავად თავს ცუდად არ გრძნობენ, მაგრამ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პნევმონიაა და კარგად გამოხატული პნევმონია, რაც შეეხება მათ ნათესავ ქალს, იქ მდგომარეობა უკეთესია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.   

ცნობისთვის, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 12 ადამიანი მკურნალობს. საავადმყოფოდან გუშინ გაგზავნილი ტესტები ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითი იყო. ლალი ტურძელაძის თანახმად, ამ წუთებში ისინი მარნეულიდან ახალი კორონავირუსით დაავადებულ კიდევ ერთ პაციენტს ელოდებიან.   

ამავე თემაზე