2020-03-26 14:34:05
დამიჯერე, დარჩი სახლში, გადარჩენა შენს ხელშია, გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით, მე შენთვის და შენ კი ჩემთვის - ლადო კახაძემ კორონავირუსზე ლექსი დაწერა

,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ კორონავირუსის შესახებ ლექსი დაწერა. ლექსი მან სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოაქვეყნა. 

დარჩი სახლში

დამიჯერე, დარჩი სახლში,
გადარჩენა შენს ხელშია,
ჭორი დაძრწის დაღლილ ხალხში,
ჯერ სიავეს ისევ შია.
სხვის ჯინაზე ნუ დიდგულობ,
ნუ უარყოფ ბედისწერას,
ის ომობს და ის სულდგმულობს,
ვინც პირჯვარი გადიწერა.
დამიჯერე, სახლში დარჩი,
დაელოდე მერმისს მზიანს,
გახსოვდეს რომ სხვისთვის გაჩნდი,
ნუ მოუტან შენს თავს ზიანს.
გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით,
მე შენთვის და შენ კი ჩემთვის,
ეს ცხოვრება მდინარეა,
ცით იწყება და ზღვას ერთვის . . .

ამავე თემაზე