2020-03-26 14:22:22
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ, ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშავონ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები მოქმედ 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა.

მასთან, დღეს, 23:00 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება.

მერია ბათუმის მოსახლეობას სთხოვს 23:00 საათიდან თავი შეიკავონ იმ ქუჩებზე გადაადგილებისგან, სადაც დეზინფექცია იგეგმება.

ამავე თემაზე