2020-03-26 14:18:12
96 წლის ქალი სამხრეთ კორეაში ყველაზე ასაკოვანია, რომელიც COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის ქვეყანაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელმაც COVID-19-სგან სრულად გამოჯანმრთელება შეძლო.  

96 წლის ჰვონგი ქალაქ ჩენგდოში, შვილთან ერთად ცხოვრობს. ჩენგდო ქალაქ დაეგუსთან ახლოს მდებარეობს, ის ერთ-ერთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ქალს კორონავირუსი 13 მარტს დაუდასტურდა. ის ახლა ჩენგდოში, თვითიზოლაციაში იმყოფება. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 9 241 შემთხვევაა დადასტურებული, 4 144 მათგანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 131 პირი.

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე