2020-03-26 12:24:36
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Су-27 შავ ზღვაში ჩავარდა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Су-27 შავ ზღვაში ჩავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, თვითმფრინავი გეგმურ გაფრენას ახორციელებდა.

სამინისტროს ცნობით, პილოტის ძებნის ოპერაციას ხელს უამინდობა უშლის. მათი თქმით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს 25 მარტს, ადგილობრივი დროით 20.10 საათზე მოხდა.

ამავე თემაზე