2020-03-26 12:08:13
ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში - პომპეო

ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში - ამის შესახებ 25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაოკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი თქმით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვიდეო კონფერენციაზე ვუხანის ვირუსზე, კორონავირუსზე ჩინეთის საერთაშორისო დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი შვიდეული ქვეყნები, რომელიც დილის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას კარგად აცნობიერებდნენ, თუ რა დეზინფორმაციის კამპანიაში იყი ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩართული.

"ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში. თქვენ ამას ხედავთ. თქვენ ამას უყურებთ სოციალურ მედიაში, ამას ისმენთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებისგან".

პომპეომ კიდევ ერთხელ დაგმო ჩინეთის მაღალჩინოსნების "არანორმალური საუბარი", რომ თითქოს ვირუსი ჩინეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს. პომპეომ აღნიშნა, რომ ჩინეთს მსოფლიოს ქვეყნებში პროდუქციის მცირე გაყიდვებით კრიზისში გმირად სურდა თავის წარმოჩენა. 

 

ამავე თემაზე