2020-03-26 00:29:47
ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაციას ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ავრცელებენ.

62 წლის კარმენ კალვო საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით გადაიყვანეს. ექიმებმა მას კორონავირუსის ტესტი გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მანამდე ახალი ტიპის კორონავირუსი ესპანეთის მთავრობის კიდევ ორ წევრს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლესაც დაუდგინეს.

ამავე თემაზე