2020-03-25 21:17:37
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ათი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ამავე თემაზე