2020-03-25 18:38:48
ვლადიმირ პუტინმა მომდევნო კვირა არასამუშაოდ გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მომავალი კვირა უქმედ გამოაცხადა. ამასთან, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები მუშაობას გააგრძელებს. პუტინის თქმით, უქმეები დაავადების გავრცელების სიჩქარეს შეამცირებს.

„ნუ იფიქრებთ, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე – მე ეს არ შემეხება, ეს შესაძლოა, ყველას შეეხოს და ის, რაც ბევრ უცხოურ ქვეყანაში ხდება, შესაძლოა, ჩვენს ახლო მომავლად იქცეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, ასევე მსოფლიო ეკონომიკა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

ამავე თემაზე