2020-03-25 18:36:05
კორონავირუსის გამო, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადების შესახებ განაცხადა. პუტინის თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა.

„ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხმის მიცემა უნდა გადავადდეს. შევაფასებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონებშიც, ზოგადად, ქვეყანაშიც და მხოლოდ პროფესიონალურ მოსაზრებაზე, ექიმების, სპეციალისტების  რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას ხმის მიცემის ახალ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას.

ამავე თემაზე