2020-03-25 14:08:41
რუსეთში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს - მოსკოვის მერი

მოსკოვში კორონავირუსით  იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს - ამმის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს. 

"მოსკოვში კორონავირუსით  იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს. შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან, კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტას ჩაუტარდა. უცხოეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევები არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოვნად მედია დაავადებული ადამიანი," - აცხადებს მოსკოვის მერი.  

რუსეთში მთავრობის გადაწყვეტილებით იხურება ღამის კლუბები, კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები. პარალელურად, დაიწყეს ქუჩის სათვალთვალო კამერების გამოყენება, რის საშუალებითაც, თვითიზოლაციის და კარანტინის დამრღვევ პირებს გამოავლენენ.   
 

ამავე თემაზე