2020-03-24 19:34:23
ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება - გომელაური

ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს შინაგან საქმე თა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, "მოსალოდნელია თუ არა ასეთ ვითარებაში ქვეყანაში კრიმინალის ზრდა".

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“,- განაცხადა გომელაურმა.

ამავე თემაზე