2020-03-24 16:14:10
თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე  -  www.tbcbusiness.ge.

ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან.

 

ამავე თემაზე