2020-03-24 15:19:56
კორონავირუსის ფონზე, ბიტკოინის ფასი 15%-ით გაიზარდა

გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსბეული ვარდნის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ფასი მზარდია. გასული 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 15%-ით გაიზარდა და ის ამ დროისთვის 6,729 დოლარს შეადგენს. ასევე, 15%-ით არის გაზრდილი მეორე ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი და ის ამჟამად $140 დოლარს შეადგენს, XRP-ის ფასი კი, 10%-ით, ¢16 ცენტამდე არის გაზრდილი. ჯამში კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა კრიპტოვალუტის ღირებულება ერთად) $14 მილიარდით გაიზარდა და ის ამჟამად $182 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კრიპტოვალუტების ბაზარი ბოლო 24 საათში არსებული აღმავლობის მიუხედავად, კვლავ მაღალი ვოლატილობით გამოირჩევა. ბოლო ყველაზე მკვეთრი ცვლილება კრიპტოვალუტების ღირებულებამ 8 მარტს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნას სდევდა თან, როდესაც ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 48%-ით დაეცა, ხოლო ამ კრიპტოვალუტების მესაკუთრეებმა კი $93.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადეს.

ამავე თემაზე