2020-03-24 14:21:38
კომპანიების სია, ვინც მარნეულსა და ბოლნისში განაახლებს მუშაობას, უახლოეს საათებში გამოქვეყნდება

მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში ფუნქციონირებას ის საწარმოები განაახლებენ, რომლებიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებენ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სირცეში მუშაობას. ანუ წარმოებები, მაგალითად კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება საშენ-მასალათა წარმოება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომელიც არის ღია სივცრეში განლაგებული, განხორციელდება. კონკრეტუტლი სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება”, - განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე