2020-03-23 14:14:11
სტრესის მართვა კორონავირუსული პანდემიის დროს

არსებული პანდემიის პირობებში, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ყველა განიცდის  გაძლიერებულ სტრესს.ინფორმაცია  სწრაფად იცვლება და არის ძალიან დამთრგუნველი და ზოგ შემთხვევებში საშიში ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის .

იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, უკეთ შევძლოთ საკუთარი ქცევებისა თუ შიშების მართვა, სპეციალისტები  გარკვეულ წესებზე შეთანხმდნენ.ისინი გვირჩევენ :

  • დაკავდით სპორტით რეგულარულად,მიუხედავად იმისა რომ სპორტული დარბაზები და სპეციალიზირებული დაწესებულებები დახურულია. თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად იყოთ აქტიური და ივარჯიშოთ.
  • ეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოთ ისეთ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც  შიშს იწვევს. აუცილებლობა არ არის უყუროთ ყველა საინფორმაციო გამოშვებას.
  • იკვებეთ ჯანსაღად . სტრესს შეუძლიათ უარყოფითი გავლენა იქონიოს,როგორც კვების ჩვევებზე ისე ნივთიერებათა ცვლაზე.
  •  ეკონტაქტეთ ერთმანეთს , დისტანციურად. შიშს და იზოლაციას დეპრესიამდე მივყავართ.ეკონტაქტეთ მეგობრებს და  ოჯახის წევრებს
  • დაიძინეთ და დაისვენეთ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან სრულყოფილი ძილია. სპეციალისტები გვირჩევენ არ მივიღოთ დამაშვიდებელი საშუალებები  და ანტიდეპრესანტები, ასევე არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის და კოფეინის მიღება.თუ თქვენ ვერ უმკლავდებით სტრესს და შფოთვას მიმართეთ შესამაბის სპეციალისტს .
  • ფოკუსირდით იმაზე რისი კონტროლიც შეგიძლიათ, დაიცავით ყველა მოწოდებული რეკომენდაცია.
  • დაეხმარეთ სხვა ადამიანებს, რომლებიც უფრო ცუდად გრძნობენ თავს ეს დაეხმარება მათაც და თქვენც.

გახსოვდეთ მთავარი დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში სოციალური დისტანცირებაა

#ვივომედიქალჯგუფი

#ჩვენვზრუნავთ

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე