2020-03-23 10:23:00
ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა, ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია - გახარია 

ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა, ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში და როდესაც ვიღაცა საუბრობს 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა.

 


 

ამავე თემაზე