2020-03-17 19:58:31
აფგან მუხთარლი გაამართლეს და ციხიდან გაათავისუფლეს

​აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს, თავისუფალია. ინფორმაცია აფგან მუხთარლის ძმამ, რამზან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ჩემი ძმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. ის პირდაპირ გადაიყვანეს აეროპორტში და წაიყვანეს გერმანიაში“, -წერს აფგან მუხთარლის ძმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. 30-მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში ციხეში იმყოფებოდა. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.  ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ამავე თემაზე